მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ, რომლებიც მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ერთ-ერთი ასეთი ქიმიის პედაგოგი დონი მიმინოშვილი გახლავთ. მისი ხელმძღვანელობით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა ნაერთთა კლასები ექსპერიმენტის საშუალებით შეაჯამეს.
ექსპერიმენტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ინდიკატორი წითელი კომბოსტოსგან დაამზადეს, ცოდნა გამოავლინეს და ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს.
აქტივობის შესახებ დამატებით ინფორმაციას თავად მასწავლებელი გვაწვდის.
„ექსპერიმენტის არსი შემდეგია - წითელი კომბოსტოსგან ინდიკატორის დამზადება (ვიცი, უფრო მარტივი გზაც არსებობს წვენის მისაღებათ, მაგრამ ჩვენ ეს უფრო მოგვეწონა). რატომ წითელი კომბოსტო? იმიტომ, რომ ეს უნიკალური მცენარე შეიცავს ანთოციანინის პიგმენტებს, რომელიც მჟავა/ტუტე არეში სხვადასხვა შეფერილობას იღებს. მადლობა ამ ექსპერიმენტში მონაწილე ყველა მოსწავლეს“,- წერს დონი მიმინოშვილი.
მასწავლებელს სასკოლო საზოგადოება წარმატებას უსურვებს.
„ახალგაზრდა კადრი, კრეატიული უნარებით და დახვეწილი კომუნიკაციით სამი თვეა, რაც ლემშვენიერა საჯარო სკოლაში მუშაობს ქიმიის მასწავლებლად.
ექსპერიმენტებითაა დატვირთული მისი გაკვეთილები, უყვარს თავისი საგანი და ყველა მოსწავლე. წარმატებებს ვუსურვებთ დონი მასწავლებელს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სკოლა ტრამპლინი იქნება მისთვის და წინ ბევრი წარმატებები ელოდება“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.