მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საახალწლო არდადეგები ბავშვებისთვის ყველაზე საზეიმო, სანატრელი და ბედნიერი დროა. ეს ის პერიოდია, როცა მათ შეუძლიათ წარმოსახვითი სამყაროს გმირებად იქცნენ. წარმოიდგინეთ დილა, როცა პატარები მაღვიძარას გარეშე იღვიძებენ, დიდი დღესასწაულისთვის ემზადებიან, ფანტაზიას თავისუფლებას ანიჭებენ. ზოგი საახალწლო ფილმებს უყურებს და წარმოსახვაში თვითონაც ამ ამბების გმირია, ზოგი არდადეგების დავალებებს ასრულებს და კლასგარეშე ლიტერატურას კითხულობს, ზოგი კი სახლის დალაგებაში ოჯახის წევრებს ეხმარებიან – იმედით, რომ კარგი საქციელისთვის თოვლის ბაბუა განსაკუთრებულ საჩუქარს მოუტანთ.
როგორ ატარებენ ბავშვები საახალწლო არდადეგებს? - პატარები თავიანთ თავგადასავლებს გვიზიარებენ
გიორგი, 10 წლის: „მე ძალიან მიყვარს საახალწლო არდადეგები, რადგან ვახერხებ დიდი დრო გავატარო ჩემს მეგობრებთან. წელს გადავწყვიტეთ, ჩვენი უბნის ბავშვებით ერთად დაგველაგებინა ეზო და სამადლობელი წერილები გაგვეკეთებინა თოვლის ბაბუასთვის!“
ელენე, 7 წლის: „მე საახალწლოდ დედასთან ერთად ნამცხვრებს ვაცხობ. ყველაზე მეტად შაქრის ფხვნილით მორთული ნამცხვრები მომწონს. მერე ჩემს სათამაშოებს „ვპატიჟებ“ საახალწლო წვეულებაზე!“
ბავშვებისთვის საახალწლო არდადეგები ასოცირდება ზამთრის თამაშებთან: თოვლის გუნდების ომი, ციგაობა, და თოვლის ბაბუბის აშენება, განსაკუთრებით ამის ფუფუნება სოფელში მცხოვრებ პატარებს აქვთ.
ნიკოლოზი, 9 წლის: „მე და ჩემი ძმა საახალწლოდ თოვლის ბაბუებს ვაშენებთ. თითოეულს თავისი სახელი აქვს! ამ წელს დიდი თოვლი მოვიდა და თოვლის ბაბუას სახლი გავაკეთეთ – მეზობლებსაც მოეწონათ!“
მარიტა, 8 წლის: „საჩუქრების გახსნა ყველაზე მაგარი ნაწილია! მაგრამ მანამდე დედასთან ერთად ნაძვის ხეს ვრთავ. ვცდილობ, თვითონ გავაკეთო სათამაშოები“
სანდრო, 9 წლის: „მე საახალწლო არდადეგებზე ბებიასთან სოფელში მივდივარ. ის ზღაპრებს მიყვება, რომლებიც არასდროს მომბეზრდება. ხანდახან მეც ვწერ ჩემ თავგადასავლებს, რომ მეგობრების მოვუყვე“
ანი, 6 წლის: „ჩემი ყველაზე საყვარელი მომენტი მაშინ დგება, როცა თოვლის ბაბუას წერილს ვუწერ. წელს ვთხოვე, ბევრი წიგნი მომიტანოს, რომ ახალი ისტორიები წავიკითხო.“
დავით, 12 წლის: „ახალი წელი ჩემთვის ნამდვილი თავგადასავალია. მე და ჩემი მეგობრები სათხილამუროდ მივდივართ. მართალია, ზოგჯერ ვეცემი, მაგრამ მაინც მაგრად ვერთობი!“.
ბავშვების ასეთი ენთუზიაზმი გვახსენებს, რომ ახალი წელი სიხარულის, ფანტაზიის და სიახლეების დროა. მათი მარტივი, მაგრამ გულწრფელი ისტორიები თითოეულ ჩვენგანს შთააგონებს, რომ ბავშვობის მაგია არასდროს დავკარგოთ. ეს დღეები ბავშვების გულებში მუდამ განსაკუთრებულ მოგონებად რჩება. საახალწლო არდადეგებზე მათ სჯერათ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და რომ სურვილები ყოველთვის სრულდება, თუ ამას გულით დაიჯერებენ.
და თქვენ როგორ ატარებთ არდადეგებს თქვენს შვილებთან ერთად?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა