მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფოთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი და საჭიროების მქონე მოსწავლეების სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფა.
დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ „მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ოჯახები ვერ ახერხებენ ბავშვებისათვის სასკოლო ნივთების შეძენას, რაც ხშირ შემთხვევაში ბავშვის განვითარების შემაფერხებელია“.
დოკუმენტის თანახმად, ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები არიან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები საჭიროების მქონე I-VI კლასის მოსწავლეები, მათ შორის ბავშვები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან.
„ქვეპროგრამით გათვალისწინებულია სასკოლო ნივთები, მათ შორის სასკოლო ჩანთა, პენალი, რვეულები, სახატავი რვეული, კალამი და ფერადი ფანქრები, წებო, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, სახაზავი, საღებავი, გუაში და ფუნჯი, პლასტილინი და საძერწი დაფა, სამაგიდო თამაში - ჭადრაკი და სხვა“, - ნათქვამია დადგენილებაში, სადაც ასევე წერია, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული სასკოლო ნივთებით დახმარება, საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეიძლება გაეწიოთ არაუმეტეს 100 ლარამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ, თითოეულ ბავშვზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.