სიახლეები
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება
25-12-2024
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა (TUM) ახალ, უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა, რაც KIU-ს, როგორც სწავლების, კვლევებისა და ტექნოლოგიების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას და, ამ პროცესში, TUM-ის უფრო აქტიურ მხარდაჭერას გულისხმობს.

თანამშრომლობის ახალი მემორანდუმი ხუთი წლის ვადით გაფორმდა და დოკუმენტს ხელი KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და TUM-ის პრეზიდენტმა, პროფესორმა თომას ჰოფმანმა მოაწერეს.

შეთანხმების ფარგლებში, სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ, უფრო მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. კერძოდ, TUM-ი აქტიურად ითანამშრომლებს KIU-თან ისეთი საკვანძო მიმართულებებით, როგორებიცაა:  უნივერსიტეტის პოზიციონირების გაუმჯობესება გერმანიასა და ევროპაში; საერთაშორისო სტუდენტური და სამეცნიერო-კვლევითი გაცვლითი პროგრამების, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო კურსებისა და ერთობლივი სადოქტორო პროგრამების განხორციელება; უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა შორის თანამშრომლობის გააქტიურება; KIU-ს მეწარმეობის ცენტრის შექმნა; ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოება, მათ შორის, ჯანდაცვის მეცნიერებებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებებით და სხვა.

აღსანიშნავია, რომ TUM-თან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის საქმეში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელს გაიხსნა და ჩვენი ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო მეგა-პროექტს წარმოადგენს. KIU დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებული ერთადერთი საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM) 1868 წელს დაარსდა და ევროპის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს სწავლების, კვლევებისა და მეწარმეობის სფეროებში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება