მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დეკემბრის თვე წინასაახალწლო ღონისძიებებითაა გამდიდრებული, ყველა კლასში მოსწავლეები ახალ ზღაპარს ჰყვებიან და მათთვის საყვარელი პერსონაჟების როლში, სასკოლო საზოგადოებას ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებენ.
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“. მათ გააცოცხლეს ტყის ბინადარი ცხოველები და მუსიკალური ნომრებით გააფორმეს წარმოდგენა.
გიმნაზიის პედაგოგებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, ხელოვნების სკოლის დირექტორი ნანა (ციცინო) ანთაძე, გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე, გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე.
ღონისძიების დასასრულს, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და კლასის დამრიგებელს საინტერესო და ლამაზი წარმოდგენისათვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.