სიახლეები
სკოლები

ლემშვენიერას საჯარო სკოლაში საბავშვო მუსიკალური სტუდია - „თეთრი აფრები“ წარმატებით მუშაობს 
26-12-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეები ვოკალურ ხელოვნებას ხალისითა და დიდი შემართებით ეუფლებიან. 

სკოლაში რამდენიმე თვეა რაც მუშაობას შეუდგა საბავშვო მუსიკალური სტუდია - „თეთრი აფრები“, რომელსაც ჯამბულ ქურდიანი ხელმძღვანელობს.

სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს აგრეთვე, სავარჯიშოების მეშვეობით სწავლობენ სწორ სუნთქვას, სწორი ბგერის პოზიციას და მრავალხმიანობაში სიმღერას.

ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორ გულნაზი ჭელიძეს ახარებს მოსწავლეთა ვოკალური შესაძლებლობების განვითარება და სტუდიის ხელმძღვანელთან ერთად წარმატებას უსურვებს

„მასწავლებელი დიდი სიხარულით მწერს და მადლობას მეუბნება, რომ ასეთ ზრდილობიან და მორიდებულ ბავშვებთან არ უმუშავია. წარმატებები „თეთრ აფრებს“, ლემშვენიერა საჯარო სკოლის უნიჭიერეს თაობას და ბატონ ჯამბულ ქურდიანს, რომელმაც აფხაზეთის ომის დროს ჭუბერის გოლგოთა გაიარა, მან შესანიშნავად იცის რა დატვირთვა აქვს საზღვრისპირა რეგიონში აგუგუნებულ მრავალხმიან სიმღერებს და ცეკვებს. ჩვენ გვიყვარს ლემშვენიერას საჯარო სკოლა“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება