სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რა მისამართზე უნდა გაუგზავნოთ წერილები სანტასა და თოვლის ბაბუას?
30-12-2024
-
+


სანტასთვის სურვილების სიის შედგენა და შემდეგ წერილის მიწერა საახალწლო პერიოდის განუყოფელი ნაწილია. ზოგჯერ, ბავშვები მთელი წლის განმავლობაში ფიქრობენ, ახალი წლისთვის მისტიკურ გმირს რა შეიძლება მოსთხოვონ.

ეს ტრადიცია მრავალი წელია, რაც ჩამოყალიბდა. ყველა წერილს უნდა ჰყავდეს ადრესანტი და ადრესატი, შესაბამისად, როგორ იქცევიან ბავშვები, როდესაც მათ სანტას მისამართი უნდა დაწერონ? ალბათ, მათი ნაწილი უბრალოდ წერს, რომ წელი სანტასთვისაა და მათი აზრით, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის დანიშნულების ადგილზე აღმოჩნდება. არიან ისეთი პატარებიც, რომლებიც ძალიან ბევრ კითხვას სვამენ, მათ შორის, იმასაც, სად ცხოვრობს სანტა თუ თოვლის ბაბუა. როგორც წესი, ქართველი თოვლის ბაბუის საცხოვრებელ ადგილად საქართველოს მთები, კონკრეტულად კი, სვანეთი მიიჩნევა, ხოლო სანტა კლაუსის სახლი -  ჩრდილოეთ პოლუსია. 

საინტერესოა, რომ ცნობილია, სატა კლაუსის ზუსტი მისამართი და ის ქუჩა, სადაც ცხოვრობს. ეს არის - ელფის ქუჩა 123, ჩრდილოეთ პოლუსი, 88888. 

თუ თქვენი შვილი სანტასთვის წერილის მიწერას აპირებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, სად გაგზავნოს ან მის შეკითხვებს როგორ უპასუხოთ, არ ინერვიულოთ. ახლა თქვენთვის სანტას მისამართი უკვე ცნობილია. წერილი მხოლოდ სწორ მისამართზე გაგზავნის შემდეგ მოხვდება სანტასთან. შემდეგ კი, მისი ელფები იმუშავებენ და სურვილების ასრულებას შეეცდებიან. 

ამ ამბის მიღმა კი, საინტერესო ისტორიაა. არსებობა „ოპერაცია სანტა“, რომელიც 1912 წელს დაიწყო. მაშინ გენერალმა ფრენკ ჰიჩკოკმა ადგილობრივ ფოსტის თანამშრომლებს უფლება მისცა, რომ სანტას წერილებზე თავიანთი ფოსტის თანამშრომლებს ეპასუხათ. ეს პროგრამა დღესდღეობითაც პოპულარულია და სხვადასხვა ოჯახს ეხმარება. 

რაც შეეხება ქართველ თოვლის ბაბუას, ის გადმოცემის თანახმად, მთებში ცხოვრობს. უფრო მეტ ადამიანს მიაჩნია, რომ ის სვანეთში ცხოვრობს და ყოველ ახალ წელს ხურჯინითა და საჩუქრებით დატვირთული, ყველა პატარასთან მიდის. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება