მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში წინასაახალწლო-საშობაო დღეები გაჯარებულია თემატური აქტივობებითა და ღონისძიებებით. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა საზემო განწყობაზე ზრუნავენ და ბავშვებს სასკოლო გარემოშივე ჩუქნიან იმ ჯადოსნურ ატმოსფეროს, რომელიც დღესასწაულებს ახლავს.
ახლახან, თამარ მეფის სკოლა-გიმნაზიის IIIა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ეკა ხეჩუაშვილი), წინასაახალწლო-საშობაო ღონისძიებების ფარგლებში, წარმოადგინეს ღონისძიება სახელწოდებით - „საშობაო ზღაპარი“...
მოსწავლეებმა განასახიერებს ქართული ზღაპრისა და მულტფილმის გმირები, შეასრულეს საახალწლო სიმღერები და წარმოადგინეს საბალეტო ნომერი „მაკნატუნა“...
გიმნაზიის პედაგოგებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, ხელოვნების სკოლის დირექტორი ნანა (ციცინო) ანთაძე, გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე, გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე...
ღონისძიების დასასრულს, დეკანოზმა - მირიან სამხარაძემ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და კლასის დამრიგებელს საინტერესო და ლამაზი წარმოდგენისათვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.