სიახლეები
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საახალწლო წარმოდგენა 
26-12-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მამოტივირებელი და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, იქ საახალწლო ზეიმი გაიმართა. ის პაატა მამფორიას მოთხრობების - „სიტყვის კაცი“, „ეკამ წერილი მიიღო“, „უცნაური მგზავრი“ და „საახალწლო ლექსიკონი“ გამოყენებით შედგენილი სცენარით დაიწყო.

სცენაზე იმიტირებული იყო სკოლის ეზო, სადაც ქართულის მასწავლებელმა, რომლის როლიც შესანიშნავად მოირგო მარიამ ბუთხუზმა, ბავშვებს - დარინა ბახუტაშვილს, ელენე ბენიაიძეს, თამარ ზაქაიძეს, ანამარია ჩოხელს, ელენე ხარხელაურს სასიხარულო ამბავი აცნობა. მან უთხრა, რომ მათთან სტუმრად „სიტყვის კაცი“ - გიორგი წიკლაური უნდა მისულიყო. როოგრც სკოლაში გვიყვებიან, ის ქუთაისიდან ბრუნდებოდა. თურმე იქ პატარა მატასის დასახმარებლად იყო წასული. რადგან სტუმარს ცოტა აგვიანდებოდა ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნილი ბაფთიანი, ბრჭყვიალ- ბრჭყვიალა ბარათებით მორთეს ნაძვის ხე, რომელზეც თავიანთი შედგენილი საახალწლო ლექსიკონიდან შერჩეული სიტყვები - სიხარული, გოზინაყი, ჩურჩხელა, ჩიჩილაკი, ბედნიერება, შობა გადაიტანეს.

„მოგვიანებით მობრძანებულ სტუმარს, თავისი განუყრელი სკივრითა და ფერადი ლამაზი ჩიტით, ბავშვები სიხარულით შეხვდნენ. მათ ცოდნით, ინტელექტითა და ცეკვა-სიმღერით ძვირფასი სტუმრის შექება დაიმსახურეს და კიდევ ერთხელ მიიღეს „ჭკვიანი ბავშვების" სტატუსი. დასასრულს, „სიტყვის კაცმა“ პატარების ლექსიკონს ერთი, მეტად მნიშვნელოვანი სიტყვა მიამატა და თან განმარტა კიდეც - მრავალჟამიერი - ქართული ხალხური სიმღერაა, რომელიც ახალი წლის დადგომისას მთელს საქართველოში გაისმის. მრავალჟამიერ, ჩემო საქართველო! - ამ სიტყვებით დაასრულეს პატარებმა შემოქმედებითი გაკვეთილი.

მადლობა მინდა გადავუხადო, დახმარებისა და გვერდში დგომისათვის, მუსიკის მასწავლებელს - ნატო აფციაურსა და მეორე კლასის მშობლებს, სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის. მრავალი ბედნიერი შობა-ახალი წელი, ჩემო კარგებო“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

ვიდეო 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება