სიახლეები
სკოლები

შთამბეჭდავი ლიტერატურული საღამო კერძო სკოლა „ანაბასისში“  
26-12-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ სასწავლო პროცესს დაუვწყარს ხდის ისეთი შთამბეჭდავი საღამოები, როგორც ახლახან, ნიკოლოზ ბარათაშვილის 207-ე დაბადების დღეს მიეძღვნა. 

მე-8 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი ქეთი ყიფიანი) ლიტერატურულ საღამოს განსაკუთრებული სიღრმე და პოეტური ელფერი შესძინეს.

უპორტრეტოდ გამქრალი, თუმცა მსოფლიო მასშტაბის შემოქმედის ცხოვრება და ბედისწერა მათ საოცარი სიფაქიზით და შთამბეჭდავი ოსტატობით გააცოცხლეს. საღამოზე შექმნილი სალონური ატმოსფერო მაყურებელს პოეტის სამყაროში აცხოვრებდა – მისი შემოქმედების, ცხოვრების ნაცნობი და ნაკლებად ცნობილი დეტალები საოცრად ლამაზად, ამომწურავად და შთამბეჭდავად წარმოჩინდა“,- ასე აფასებენ სკოლაში მოსწავლეების ნიჭიერებას, რითიც სკოლის ისტორიას კიდევ ერთი მრავალფერვანი მოგონება შემატეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეულ მონოლოგსა და დიალოგში ჩანდა ის დადებითი, მუხტი რომელიც მოსწავლეებმა განიცადეს პოეტის მიმართ.

ამ ღონისძიებამ არა მხოლოდ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება გააცოცხლა, არამედ ხაზი გაუსვა იმას, რომ დიდ გენიოსის ილია ჭავჭავაძის გონიერებამ სათანადოდ გააცნობიერა ეპოქისათვის პოეტის  მნიშვნელობა.

ბარათაშვილი, რომლის „განწირული სულის ქნარი“ ყველა ეპოქაში მკითხველთა გულებში „მანათობელ მზედ“ გადაიქცევა, როგორც მოსწავლეების, ასევე ფართო აუდიტორიისთვის. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 1;  ვიდეო 2ვიდეო 3.




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება