მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ახლახან, მერვე კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ლუდმილა შონიას ხელმძღვანელობით, კონფერენცია - „აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა“ ჩაატარეს.
მის ფარგლებში, მოსწავლეებმა სოფლისა და სკოლის ისტორია შეისწავლეს და საინტერესო პრეზენტაციები გამართეს. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია სკოლის 150-ე წლის იუბილეს მიეძღვნა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციებით სოფლისა და სკოლის წინაშე გაბრიელ ეპისკოპისის ღვაწლი წარმოჩინდა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა გიგო შარაშიძისა და სხვა ცნობილი ბახველების შესახებ ისაუბრეს. მათვე სოფლის წარმოშობის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს.
„მოსწავლეებმა ისაუბრეს თანამედროვეობის ცნობილ ბახველებზე, სკოლის ძველსა და ახალ საამაყო აღზრდილებზე. გაჩნდა აზრი, რომ კონფერენციამ საკლასო ღონისძიებიდან სასკოლო მასშტაბზე გადაინაცვლოს, რომ მოსწავლეთა და მშობელთა ფართო აუდიტორია გაეცნოს მერვეკლასელთა მიერ მოძიებული საინტერესო მასალებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.