მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები წინასაახალწლოდ ზღაპრის გმირებად იქცნენ, კრეატიული პედაგოგები კი თავგადასავლების ავტორებად.
ამჯერად, ზღაპარს IIბ კლასის მოსწავლეები მოყვნენ.
პატერებმა (დამრიგებელი ლია შარიქაძე) სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი საზეიმო სანახაობა წარუდგინეს, შეასრულეს მუსიკალური ნომრები და „კონკიას“ პერსონაჟები გააცოცხლეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების დასასრულს, ხელოვნების სკოლის დირექტორმა - ნანა ანთაძემ და გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერმა - მაყვალა ანთაძემ დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებსა და კლასის დამრიგებელს საინტერესო და ლამაზი წარმოდგენისათვის.
აღსანიშნავია, რომ გიმნაზიის პედაგოგებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: გიმნაზიის ხელოვნების სკოლის დირექტორი ნანა (ციცინო) ანთაძე, გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე, გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.