მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლას საკუთარი საქმის პროფესიონალი დირექტორი - ხათუნა ხარაბაძე ხელმძღვანელობს.
ამჯერად, მისი ინიციატივით, სკოლებს შორის, თანამშრომლობითი კულტურის განსავითარებლად, ხონის მუნიციპალიტეტის სამ სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, ნამაშევის საჯარო სკოლაში გაცნობითი ხასიათის შეჯიბრი მინი ფეხბურთში, გოგონებსა და ვაჟებს შორის დაიგეგმა და ჩატარდა. განხორციელებულმა აქტივობამ სასკოლო საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეები ხალისით და ენთუზიაზმით ჩაერთნენ სპორტულ ღონისძიებაში.
მსგავსი აქტივობები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გაგრძელდება.
„მემორანდუმის ფარგლებში, ვგეგმავთ თანამშრომლობის განვითარებას და სხვა სკოლებთანაც აქტიურ კომუნიკაციას. მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორებს, ხათუნა ხარაბაძეს, ზურაბ თოდუას და მანანა მიქაძეს, თანამშრომლობისთვის. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლას, აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლასა და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლებს შორის მთელი სასწავლო წლის განმავლობაში დაიგეგმება და განხორციელდება სხვადასხვა სპორტული თუ შემეცნებით აქტივობები“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პროგრამა ფოკუსირებული იყო ახალგაზრდებზე, რომელთაც ახლო მომავალში პირველად ექნებათ შეხება არჩევნებთან