სიახლეები
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა გაიარეს 
26-12-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას ხშირად მიმართავენ ექსკურსიებსა და გასვლით ღონისძიებებს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის
სახელობის მუზეუმს, სადაც ჩაუტარდათ საგანმანათლებლო პროგრამა - „ბერძნული კოლონიზაცია“.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ კოლხეთის სამეფოს ძლიერების დამადასტურებელ არქეოლოგიურ მონაპოვრებს, ბერძნული კოლონიზაციის გამომწვევ მიზეზებს, ძველ საბერძნეთსა და კოლხეთს შორის არსებულ მჭიდრო სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მათ მნიშვნელობას. შავ და წითლაკიანი მოხატული კერამიკის მიხედვით შექმნეს ესკიზები. გაიმართა დისკუსია კრატერზე გამოსახული მითოლოგიური სიუჟეტებისა თუ სცენების ირგვლივ.

პროგრამაში მონაწილეობისათვის პედაგოგ ირმა რიონიძეს გადაეცა სერტიფიკატი.

პროგრამას უძღვებოდა: ა. კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის
ექსპოზიციის სამსახურის უფროსი, არქეოლოგიის დოქტორი იზოლდა დუმბაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება