მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლამზირა ოსეფაშვილის ინიციატივით, VII და VIII კლასებში, თემაზე: „უძველესი ადამიანები“ გამოფენა ჩატარდა.
მოსწავლეემა გაიარეს თემები: საიდან წარმოიშვა უძველესი ადამიანი, რას ჭამდა, რას საქმიანობდა, როგორ ცხოვრობდა, როგორი იყო მათი შრომის იარაღი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნულ თემებზე მუშაობა მთელი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსწავლეები ხატავდნენ, შეძლებისდაგვარად გადმოსცემდნენ აზრს ნახატის საშუალებით, ქმნიდნენ კონტურულ რუკებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ენის ბარიერია, ბავშვემა კეთების საშუალებით კარგად გაიგეს
თემა. ყოველივე ამის შემდეგ გაიმართა გამოფენა“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეემა შექმნეს უძველესი ადამიანების შესაბამისი საცხოვრებელი გარემო, გამოფინეს ნახატები, ხილი, რასაც ბუნება აძლევდა ადამიანს.
გამოფენას დაესწრო სკოლის დირექტორი: ინგა მიქელაძე. მან მოსწავლეებს დაუსვა
კითხვები იმის შესახებ, თუ რას გულისხმობდა მათი ნახატი, რა შთაბეჭდილება დარჩათ, რა გაიგეს.
„ცოდნა სხვადასხვა გზით შეიძლება ადამიანის გონებაში იყოს გამოსახული, როგორც
მენტალური ხატი, როგორც ვიზუალური მეხსიერების თვალსაჩინო ილუსტრაცია, რათა დიდხანს დაამახსოვრდეთ მოსწავლეებს“, - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კიდევ ვინ მიიღებს ფულადი ჯილდოს
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
ღონისძიების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს ყვავილები მიართვეს
„კიდევ ერთხელ შევახსენეთ საკუთარ თავს, რომ ლადო ასათიანის მშობლიური კუთხის შვილობა თუ მისი სახელობის ბარდნალის სკოლის მოსწავლეობა ბევრს გვავალებს“