მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს შორისაა მე-8-კლასის მოსწავლე კესო თუთბერიძე - იგი მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა.
ქართული სიმღერის აღნიშნული კონკურს-ფესტივალი, 2016 წლიდან იმართება ქ. მარნეულში და მისი მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა, როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური წარმომავლობის მქონე მოზარდებში.
მასში მონაწილეობენ 6-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები და კონკურს-ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მომავალი ნიჭიერი მომღერლების აღმოჩენაა.
ფესტივალის დამფუძნებლები არიან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგები მაია ჯამალაშვილი და გიორგი ფხაკაძე.
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლა ამაყობს კესო თუთბერიძის წარმატებით. როგორც სკოლაში გვიყვებიან, იგი სკოლის წარჩინებული მოსწავლეა და აქტიურად მონაწილეობს სასკოლო აქტივობებსა თუ პროექტებში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.