მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. სკოლაში, ამ ჯადოსნურ დღესასწაულთან დაკავშირებით, საინტერესო და სახალისო აქტივობები გაიმართა.
მათ შორის იყო პირველკლასელების ღონისძიება, რომელსაც მშობლიური ენის მასწავლებელი სედა მანასიანი და ქართული ენის პედაგოგი ანა პაპიკიანი ხელმძღვანელობდნენ. ღონისძიებაზე, ბავშვებმა ქართული ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შეასრულეს და საახალწლო განწყობა სასკოლო საზოგადოებას კიდევ უფრო აუმაღლეს.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
ეს დღე საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.