მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, მოსწავლეთა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების საგნებისადმი დაინტერესებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, საგნის მასწავლებელი - რაული ნიჟარაძე შიდასასკოლო კონკურსს სახელწოდებით - „რაზე გავამახვილოთ ყურადღება?!“ მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისიდან სისტემატიურად ატარებდა.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილე მოსწავლეები სხვა მოსწავლეებს განსახილველად სთავაზობდნენ თითო სამ საკითხს იმ თემებიდან, რომლებიც, მათი აზრით, სხვა მოსწავლეებსაც უნდა სცოდნოდათ.
მოსწავლეებს ქულები იმის მიხედვით ეწერებოდათ, თუ რამდენად მოსაწონი იქნებოდა მათ მიერ გაჟღერებული თემა და რამდენად უცნობი იქნებოდა იგი სხვა მოსწავლისთვის. შეფასების კრიტერიუმი იყო ისიც, სხვის მიერ შემოთავაზებულ რამდენ საკითხზე ექნებოდათ ამომწურავი პასუხი მოსწავლეებს.
კონკურსის მონაწილეები ორ ჯგუფად დაიყვნენ. პირველ ჯგუფში გაერთიანებული იყვნენ: V, VI და VII კლასის მოსწავლეები, ხოლო მეორე ჯგუფში იყვნენ VIII, IX და X კლასების მოსწავლეები.
კონკურსის შედეგად, პირველი ჯგუფის გამარჯვებულები შემდეგი მოსწავლეები გახდნენ:
I ადგილი - თამარ ჩარქსელიანი,VI კლასი;
II ადგილი - ჯანსუღ ნიჟარაძე, VII კლასი;
III ადგილი - ქეთევან რატიანი,V კლასი.
მეორე ჯგუფის შედეგები კი ასეთია:
I ადგილი - ბარბარე ჩარქსელიანი, VIII კლასი;
II ადგილი - ჯულიეტა რატიანი, VIII კლასი;
III ადგილი - ქეთევან ნიჟარაძე, VIII კლასი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსი იყო შინაარსიანი და მოსწავლეთა აქტიურობით გამოირჩეოდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.