სიახლეები
სკოლები

ტუნაძეების საჯარო სკოლაში გამორჩეული აქტივობებით გაჯერებული საახალწლო ღონისძიება გაიმართა
30-12-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება განსაკუთრებული სიხარულითა და შემოქმედებითი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. 

მოსწავლეებმა შთამბეჭდავი თეატრალური ნომრები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები გამართეს, რამაც დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა. 

საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა ლექსებმა, სხვადასხვა სცენებმა და მხატვრულმა წარმოდგენებმა, რამაც საახალწლო თბილი განწყობა შექმნა. ღონისძიება კიდევ უფრო გაახალისა თოვლის ბაბუას ვიზიტმა, რომელმაც პატარებს საჩუქრები გადასცა და სასიამოვნო წუთები აჩუქა. სახალისო გათამაშებებმა საღამო გაამხიარულა და მრავალფეროვანი პროგრამა კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა.

ტუნაძეების საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველა პედაგოგს, მოსწავლეს, მშობელსა და მოწვეულ სტუმრებს, რომელთა ძალისხმევითა და მხარდაჭერით ეს დაუვიწყარი საღამო შედგა.

„ღონისძიება კიდევ ერთხელ გახდა ჩვენი სასკოლო საზოგადოების ერთიანობისა და მხიარული განწყობის დასტური.

საღამოს გამორჩეული ნაწილი იყო ფოლკლორული ანსამბლის - „ბერმუხას" სტუმრობა, რომლის გამოსვლამ ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი და ჯადოსნური სითბო შეჰმატა. მათი შესრულება შთამბეჭდავად და ემოციურად აერთიანებდა ქართულ ტრადიციასა და საახალწლო განწყობას.

გილოცავთ, დამდეგ 2025 წლის დადგომას! ჩვენი სკოლის სახელით, ვუსურვებთ ყველას ჯანმრთელობას, სიხარულს, წარმატებებსა და, რაც მთავარია მშვიდობას. 

მოდის ახალი წელი, რომელიც გვაძლევს ახალი გამოწვევების მიღებისა და ახალი სიმაღლეების დაპყრობის შესაძლებლობას. ახალი წელი იყოს სიხარულისა და ახალი შესაძლებლობების მომტანი თითოეული თქვენგანისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება