მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსეთსა და ბელარუსში სანტა კლაუსისა და საშობაო ინგლისურენოვანი სიმღერები იკრძალება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც „ევრორადიოზე“ დაყრდნობით belsat.eu წერს ბელარუსის დედაქალაქის სკოლებმა, ქალაქის ხელმძღვანელობისგან მიიღეს განკარგულება, რომ ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების დროს არ გამოიყენონ სანტა კლაუსის იმიჯი და ამასთან ერთად დაუშვებელია ინგლისურენოვანი საახალწლო სიმღერების ჩართვაც.
როგორც სკოლებისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ბელორუსულ ტრადიციებზე ფოკუსირება. "ქალაქის ხელმძღვანელობის ბრძანება ძვირფასო კლასის ხელმძღვანელებო, ღონისძიებებზე აკრძალულია სანტა კლაუსი, საშობაო ინგლისური სიმღერები (როგორიცაა Jingle Bells). ვიყენებთ: ჩვენს ცნობილ სიმღერებს და ჩვენი ზღაპრის გმირებს. აქცენტი კეთდება ბელარუსულ ტრადიციებზე. იგივე ეხება საახალწლო დეკორაციებს!" - ნათქვამია გამოცემის მიერ ციტირებულ დოკუმენტში. დეკემბერში ბრესტის ქალაქის აღმასრულებელმა კომიტეტმა საშობაო და საახალწლო დეკორაციების შესახებ ინსტრუქციები გაუგზავნა ქალაქის სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებს, რომლის მიხედვითაც სანტა კლაუსის გამოსახულების და
აღსანიშნავია, ისიც რომ რუსეთში უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელი ვიტალი ბოროდინი მოითხოვს, რომ სანტა კლაუსი რუსეთში უცხოეთის აგენტად აღიარონ. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ინიციატივით მან უკვე მიმართა რუსეთის გენერალურ პროკურატურას. ვიტალი ბოროდინი მიიჩნევს რომ სანტა კლაუსის ბრენდი რუსეთის არამეგობრულ ქვეყნებშია პოპულარული და შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთში ის ანაცვლებს ტრადიციულ, რუსულ „დედ მაროზს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.