მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში, სასწავლო სემესტრი გაჯერებული იყო საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით, რომლებშიც მოსწვლეები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ.
ამჯერად, სკოლაში გალაკტიონისა და ტიციანის საღამო მოეწყო, რომელშიც ჩართულნი იყვნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები საყვარელი პოეტების შემოქმედებიდან, შთამბეჭდავად გააშუქეს საინტერესო ეპიზოდები პოეტების ცხოვრებიდან, ეს იყო ამბავი „ერთი ოცნებისა და ერთი გვარის ტყუპისცალების“, თუმცა რადიკალურად განსხვავებული პიროვნებების შესახებ საინტერესოდ წარმოდგენილი პოეზიის საღამო.
აღსანიშნავია, რომ პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ: სკოლის დირექცია, მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები.
პოეზიის საღამოს მაღალი შეფასება მისცა დირექციამ, მოსწავლეთა მშობლებმა, ბევრი თბილი სიტყვა გაჟღერდა ორგანიზატორ პედაგოგთა და მოსწავლეთა მისამართით.
პოეზიის საღამოს ორგანიზატორები გახლდით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები- ნათელა ღლონტი და ლელა ერქომაიშვილი.
„მადლობას გიხდით მოსწავლეებს, მშობლებს, კოლეგებს მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ღონისძიების ხელმძღვანელმა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.