მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში დამდეგი ახალი წელი აღინიშნა.
მოსწავლეთათვის 26 დეკემბერი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, კიდევ ერთი ლამაზი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე იყო.
პედაგოგების: ირინა ინასარიძის, ანახას ამაზარიანის, მარინე მეგერიანის, კატია პოღოსიანის, ნეკტარ კარაპეტიანის, ალვარდ კარაპეტიანის, ელენა პეტროსიანის, ჯულიეტა იორდანიანის, რეპსიკ კარაპეტიანის, არპინე აკოპიანის ხელმძღვანელობით, ბავშვებმა გულმოდგინედ მოამზადეს საახალწლო ზეიმი „წელიწადო ახალო“.
მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე წარადგინეს. მათ, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
სკოლის დირექტორმა - ნორაირ აკოპიანმა დამდეგი 2025 წელი მიულოცა სასკოლო საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა დამსწრე თემის სხვა წარმომადგენლებს, მასწავლებლებს, მშობლებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და თემის სხვა წარმომადგენელები.
დამსწრეებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექტორს, ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.