მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შობა-ახალი წელი ყველა ასაკის ადამიანისთვის უმშვენიერესი და უსაყვარლესი დღესასწაულია, მას განსაკუთრებული სიხარულით პატარები ელიან, გამონაკლისი არც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმი გამართეს, მათ დამსწრე საზოგადოებას ახალი წელი მიულოცეს ლექსებით, სიმღერებით და სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრებით.
ამ ზეიმში მოსწავლეებიც, მასწავლებლებიც და მობრძანებული სტუმრებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, რამაც დღე უფრო სახალისო და საინტერესო გახადა.
ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს სკოლის დირექტორმა მაკარ ისაკიძემ, მასწავლებლებმა და იქ მყოფმა სტუმრებმა.
ზეიმის დასასრულს ტრადიციულად თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა თითოეულ მოსწავლეს, რამაც უსაზღვროდ გაახარა ისინი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.