მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში წინასაახალწლო შემოქმედებითი ზეიმი გაიმართა.
ღონისძიებაში მე-3 ბ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
წინასაახალწლო ზეიმი კლასის დამრიგებლის, ლია ინჯიას ხელმძღვანელობით, ნამდვილ საგანმანათლებლო და კულტურულ დღესასწაულად იქცა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს უნიკალური პროექტი, რომელიც ფოკუსირებული იყო: მსოფლიო ტრადიციებსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ახალი წლის აღნიშვნის თავისებურებებზე.
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვნებითა და თემატურობით. ბავშვებმა საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები, რაც მათ გააზრებულ და ღრმა ინფორმაციის ფლობას მოწმობდა.
„დეკლამატორული ოსტატობა იწვევდა აღფრთოვანებას.
ღონისძიებას კიდევ უფრო დიდი შარმი შესძინა სკოლის მუსიკალური ხელმძღვანელის, ნინო ბიბილურის, დახმარებით შესრულებულმა სიმღერებმა ქართულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ბავშვებმა გამოავლინეს არა მხოლოდ მუსიკალური სმენა და ნიჭი, არამედ გუნდური მუშაობის უნარიც, რაც ცხადჰყოფს მათი განვითარების მაღალ დონეს.
როგორც სკოლის დირექტორმა, ლალი მელივამ აღნიშნა, ამ დღესასწაულმა აჩვენა მოსწავლეების არამხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ კულტურული შეგნება და შემოქმედებითი პოტენციალი. ზეიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დამრიგებელმა, ლია ინჯიამ, მოსწავლეთა ნიჭის სწორი წარმართვით შესაძლებელი გახადა ისეთი უნარების განვითარება, რომლებიც მომავალში მათთვის შეუცვლელი გახდება.
„ღონისძიება იმსახურებს საუკეთესო შეფასებას, როგორც მისი საგანმანათლებლო, ასევე კულტურული და შემოქმედებითი მნიშვნელობისთვის“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.