მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული.
მათ შორის, 16 დეკემბერს, მეხუთე კლასში მორიგი ღონისძიება გაიმართა. მის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოებამ საქართველოს ტყეებში, მრავალფეროვან ბუნებაში „იმოგზაურა“ და „გაეცნენ“ ტყეს, როგორც დედამიწის მწვანე სამოსელს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარები ერთმანეთს აქტიურად ენაცვლებოდნენ, სულმოუთქმელად საუბრობდნენ ბუნების სარგებლიანობისა და დანიშნულების შესახებ. ასევე, საკუთარი შემოქმედება ყველას გაუზიარეს, რაშიც ბუნების სიყვარული, მისი დაცვისა და გაფრთხილების სურვილი ჩანდა. მათ მოუწოდეს თანატოლებს, დარგონ ბევრი მცენარე, არ დაანაგვიანონ ქუჩები და ტყეები, ასევე, სეირნობის შემდეგ არ დატოვონ ანთებული კოცონი.
მოსწავლეები უსმენდენენ თანაკლასელებს და კითხვებს სვამდნენ, აინტერესებდათ მიღებული ცოდნის შედეგი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი - ინგა ჯალიაშვილი, ბუნებისმეტყველებისა და ზუსტი მეცნიერების კათედრის ხელმძღვანელი - ეთერ ტურავა და ბიოლოგიის მასწავლებელი - ლია სახელაშვილი.
„მოსწავლეებმა ყველაფერს ძალიან კარგად გაართვეს თავი, თითოეულის გამოსვლაში სწავლა, მუშაობა და პასუხისმგებლობა ერწყმოდა ერთმანეთს.
მოკლედ, ძალიან კმაყოფილებმა დავტოვეთ ენაჭიკჭიკა ბავშვების ღონისძიება. ამისათვის კი, დიდი მადლობა ბუნების პედაგოგს - მაკა ღიბრაძეს, რომელმაც ნამდვილად განსაკუთრებული შრომა ჩადო აღნიშნულ აქტივობაში. წარმატებები V კლასის მოსწავლეებს და მათგან კიდევ მრავალ ლამაზ პროექტს დაველოდებით“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.