მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო დღეებიც დღესასწაულად იქცა.
სკოლაში გაიმართა საახალწლო ღონისძიება, რომელიც ლატარიას თამაშით დასრულდა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ძალისხმევით.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, წარმოდგენა სავსე იყო სიხარულით, მუსიკითა და ლამაზი შესრულებებით. საახალწლო ატმოსფერო კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა საინტერესო კონკურსებმა და წარმოდგენებმა, ხოლო ლატარიას თამაშმა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
მოსწავლეებს ჰქონდათ სხვადასხვა საჩუქრების მოგების შესაძლებლობა. მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ და მხარს უჭერდნენ შვილებს გამოსვლების დროს.
ღონისძიების ბოლოს, სკოლის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სასკოლო ცხოვრებაში ფერადი და დაუვიწყარი მომენტების შექმნას.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.