მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილები სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის მე-11 კლასელი სინან შარიფოვი და მე-9 კლასელი ელჩინ ბინათოვი არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მალევე შეიკრიბნენ ადგილობრივები, სადაც მოხდა დაპირისპირება. მათ გადააბრუნეს როგორც შეჯახებაში მონაწილე ტრანსპორტი, ასევე, სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი. დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს სხვა ავტომობილებსაც, რის გამოც ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლების მობილიზება მოხდა.
დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა და, ასევე, დაშავდა 8 მოქალაქე. ექიმების ინფორმაციით, არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Etaloni.ge-სთან ნახიდურის საჯარო სკოლის დირექტორმა, კახაბერ ჩუბინიძემ აღნიშნა, რომ ორივე მოზარდს თავად ასწავლიდა და უაღრესად წუხს მომხდარის გამო:
„ეს ტრაგედიაა... ორივე ბიჭი ჩვენი სკოლის მოსწავლეა, მე მათ ვასწავლიდი... ახლა მივდივარ სამძიმარზე... ვუსამძიმრებ ოჯახს, რთულია სიტყვებით გადმოვცეთ ეს ტკივილი...“
„ორივე ახალგაზრდები იყვნენ - ერთი 14 წლის იყო, მეორე 17-ის. როგორც ვიცი, გზაზე გადასვლას აპირებდნენ. მანქანის მაღალი სიჩქარის გამო, ვერ მოასწრეს და ამის გამო დაეჯახათ [მანქანა]. ნასვამები ყოფილან მძღოლი და მისი მგზავრები. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე გზაში - ვერ მოასწრეს საავადმყოფოში გადაყვანა“, - ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ცხელ კვალზეა დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით: „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა , რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს“.
Etaloni.ge მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს ახალგაზრდების ოჯახებს და სკოლას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.