მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება ეწყობა.
მათ შორის, XI კლასის მოსწავლეებმა განიხილეს ქართული რომანტიზმი, როგორც მსოფლიო სევდის ნაწილი. აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციით ნინი ასათიანი, სოფო ბოჭორიშვილი, ანანო გავაშელაშვილი, ლიზი კუბლაშვილი, მარიამ კუბლაშვილი, ქეთევან კუბლაშვილი, ნათია კუბლაშვილი და ქრისტინე კუბლაშვილი წარდგნენ.
მოსწავლე შოთა რობაქიძემ გრიგოლ ორბელიანის ლექსი „მუხამბაზი" მხატვრულად წაიკითხა, რამაც საუცხოო ხიბლი შესძინა ღონისძიებას.
პრეზენტაციას სკოლის დირექცია და ქართული ენის კათედრის ხელმძღვანელი - მადიმი დოლაკიძე ესწრებოდნენ.
„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს რომანტიზმი, როგორც კულტურული მიმდინარეობა, ისაუბრეს ზოგადსაკაცობრიო იდეალებზე და ადამიანის მოვალეობაზე ქვეყნისა და ერის წინაშე. დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლეს და XI კლასის დამრიგებელსა და ქართული ენის მასწავლებელს - ქეთევან დადუნაშვილს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.