მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ.
ერთ-ერთი მათგანი ბიოლოგიის წამყვანი პედაგოგი ლია სახელაშვილია. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ის სასკოლო საზოგადოებას პრაქტიკული და კვლევებზე დაფუძნებული პროექტების მომზადებითა და გარკვეული სამუშაო პერიოდის შემდეგ მათი პრეზენტაციებით ყოველწლიურად ანებივრებს.
მათ შორის, მისი ხელმძღვანელობით, XI კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „გენური თერაპია“ პრეზენტაცია გამართეს. შესავალში მასწავლებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტის მიზანი და მისი მიმდინარეობის საინტერესო ეტაპები. პრეზენტაციის წინ მოსწავლეებმა ნახეს ფილმი - „ჯერ კიდევ ელისი“, რის შედეგადაც მოსწავლეები დაიყვნენ ორ ჯგუფად და არჩიეს მასწავლებლის მიერ შეთავაზებული თემები: „ალცაიმერი“ და „პარკისონის დაავადება“.
მოსწავლეებმა მოამზადეს ელექტრონული პრეზენტაციები, წარმოდგენილი იყო პოსტერებიც. მათ ისაუბრეს აღნიშნული დაავადებების ისტორიის, მკურნალობის, პრევენციისა და ცხოვრების წესის შესახებ. ასევე, პრეზენტაციაზე სკოლის ექიმთან ვიზიტის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა წარადგინეს. აღსანიშნავია ერთ-ერთი ჯგუფის მიერ სკოლის თვითმმართველობაში ჩატარებული ელექტრონული გამოკითხვის - „რა იცით პარკისონის დაავადების შესახებ?“ შედეგებიც. ისინი დამსწრე საზოგადოებას წრიული დიაგრამების ფორმით წარედგინა.
ასევე, ფილმის ნახვის შემდეგ, მოსწავლეებმა შეადგინეს ჩანახატები, დასკვნით ნაწილში კი, ანანო გავაშელაშვილმა საინტერესოდ ახსნა მისი დახატული სურათი - „პეპელა“, რომელმაც ყველა სტუმარს ცრემლი მოგვარა.
„ახალი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ღვანკითის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული პედაგოგი მუშაობს. ერთ-ერთი მათგანია ბიოლოგიის წამყვანი პედაგოგი ლია სახელაშვილი.
დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ პროექტის ყოველი ეტაპი სწორად და მიზნობრივად იყო გაწერილი როგორც მასწავლებლისა და მოსწავლეების, ისე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა მიერ. ღვანკითის საჯარო სკოლის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს წარმოდგენილ აქტივობას და წარმატებები უსურვეს მასწავლებელსა და მოსწავლეებს. დიდი მადლობა ქალბატონ ლიას, მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებისათვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.