სიახლეები
სკოლები

„სკოლა არის ადგილი, რომელმაც არა მარტო ცოდნა, არამედ თავდაჯერებულობა შემმატა“ - გეტას სკოლის კურსდამთავრებული ალინა ახმედოვა ოქროს მედლით დაჯილდოვდა
31-12-2024
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული აღუზრდია. მათი წარმატება სასკოლო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა. 

მათ შორისაა ალინა ახმედოვა, 2022-23 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებული, რომელიც ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 

ალინა ახმედოვასთვის ოქროს მედალი ჯილდოზე ბევრად მეტია. მისი თქმით, ეს არის დასტური, რომ შრომას შედეგი ყოველთვის მოჰყვება, შეუძლებელი კი არაფერია. 

„2024 წლის 12 დეკემბერი - დღე,როდესაც ჩემი ოცნება ახდა. ჩემი 12-წლიანი სასკოლო ცხოვრების წარმატებით დასრულების სიმბოლოდ ოქროს მედალი მივიღე. ჩემთვის ეს მედალი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ჯილდო. დასტურია იმისა, რომ შრომას შედეგი ყოველთვის მოჰყვება: დადებითი და სასურველი, არაფერია იოლი და არც შეუძლებელი.

მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ოჯახსა და სკოლას, რომელთა მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი.
გეტას საჯარო სკოლა არის ადგილი, რომელმაც არა მარტო ცოდნა, არამედ თავდაჯერებულობა შემმატა და მაჩვენა წარმატებისკენ მიმავალი გზა.  სწორედ ის გზა, რომლის საშუალებითაც დღეს 100%-იანი გრანტით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში“,- აღნიშნავს ალინა ახმედოვა. 

სკოლაში მოსწავლეს დამსახურებული ჯილდოს მიღებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება