მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შობა-ახალი წელი ყველა ასაკის ადამიანებისთის უსაყვარლესი დღესასწაულია,
განსაკუთრებით მას დიდი სიხარულით ელოდებოდნენ ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-3გ კლასის მოსწავლეები.
26 დეკემბერს, ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში მათი მონაწილეობით გაიმართა საახალწლო
წარმოდგენა, აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურობდნენ მე-8ბ კლასის მოსწავლეებიც.
მოსწავლეებმა დამსწრეებს ახალი წელი მიულოცეს ლექსებით, სიმღერებით, ცეკვით და საახალწლო წარმოდგენით. იმხიარულეს, თოვლის ბაბუას მოსვლამ და საჩუქრების მიღებამ ისინი უსაზღვროდ გაახარა.
მოსწავლეებს ახალი წელი მიულოცა ჭიათურის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა - ცირა
ბრეგვაძემ და მათ მშობლებს სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა, მშობლებს დადებითი წინასაახალწლო განწყობის შექმნისთვის, მათი გვერდში
დგომით ზეიმი საინტერესო და სახალისო გამოვიდა“,-აღნიშნავენ სკოლაში.
მე-3გ კლასის დამრიგებელი ნანა ასანიძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციასა და მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.