მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე სრულიად საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.
მინისტრის მისალოც წერილს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
„ყველას, განსაკუთრებით მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს, გილოცავთ ახალ წელს!
მოხარული ვარ, რომ გასულ წელს, მიუხედავად სირთულეებისა, განათლების სისტემაში არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ და დღეს, ახალ წელს ახალი იმედებით და შესაძლებლობებით ვხვდებით. მჯერა, რომ 2025 წელს ერთობლივი ძალისხმევითა და ურთიერთმხარდაჭერით კვლავ გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობას, ნაყოფიერ და შესაძლებლობებით სავსე ახალ წელს!“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით