სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიბლიურ თემაზე შექმნილი ნახატების კონკურსში წარმატებას მიაღწიეს 
03-01-2025
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან. 

მათ შორის, ისინი საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ნახატების კონკურსში - „ნახატები ბიბლიურ თემაზე“ მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსი შემდეგ სამ საფეხურს მოიცავდა:

  • ბილეთებში მოცემული ბიბლიური ტექსტის გაშინაარსებასა და შვიდი ნახატის შექმნას;
  • ხატვის ტური, რომელიც სამების ტაძრის ახალგაზრდული ცენტრში ჩატარდა;
  • ბილეთის გადაცემა და შვიდი ნამუშევრის შექმნა. 

კონკურსი გრძელვადიანია და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი შედეგები 26 დეკემბერს შეჯამდა. კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულთა შორის არიან ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე: ელენე დეისაძე, ნინი ფხალაძე, მართა ვაშაყმაძე და მარიამ ვაშაყმაძე. ოთხივე მონაწილე და ასევე პედაგოგი - ხათუნა თვალოძე სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ შემოქმედებით წინსვლას ვუსურვებთ“,- სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება