სიახლეები
სკოლები

Christmas Quarrel - ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა ჯადოსნური საახალწლო ღონისძიება
03-01-2025
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლოს, დიდი ჟრიამული იყო. 

იქ, IV კლასის მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი მინი სპექტაკლი - Christmas Quarrel („საშობაო აურზაური“) გამართეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, სპექტაკლი განსაკუთრებული იყო, რადგან მისი მიზანი მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართვა იყო. აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილე თავს საახალწლო ზღაპრის ნაწილად გრძნობდა. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ. ღონისძიებას ინგლისური ენის მასწავლებელი - თამარ ციცვიძე ხელმძღვანელობდა. 

„სასკოლო ცხოვრება ყოველთვის სავსეა დაუვიწყარი მომენტებით, მაგრამ საახალწლო ღონისძიებები განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა. ისინი არამხოლოდ საზეიმო განწყობას ქმნიან, არამედ ბავშვების, მშობლების და მასწავლებლების ერთად შეკრების, ახალი ემოციების გაზიარებისა და კრეატიულობის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.

„საშობაო აურზაური" არ არის მხოლოდ ღონისძიება – ის არის შესაძლებლობა, რომ ბავშვებმა განიცადონ ერთიანობის, შემოქმედებითი გამოხატვისა და შობის სიხარული. ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მეგობრული გარემოს შექმნას, ურთიერთობების გაძლიერებასა და ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას.

დაე, „საშობაო აურზაური" გახდეს წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და დაუვიწყარი დღე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება