სიახლეები
სკოლები

ქსოვრისის საჯარო სკოლაში ქართული მულტიპლიკაციური ფილმების პოპულარიზაციის მიზნით ჩვენება მოეწყო
06-01-2025
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსოვრისის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. აქედან გამომდინარე, ფორმალური განათლების პარალელურად, აქტიურად ფუნქციონირებს სხვადასხვა კლუბი, რომლებიც საინტერესო პროექტებისა თუ აქტივობების დახმარებით, მოსწავლეებს მიღებული ცოდნის განმტკიცებაში, ასევე საჭირო უნარების განვითრებაში ეხმარება.

ახლახან ქსოვრისის საჯარო სკოლის კლუბ „ბაზისის“ ლიდერმა, მეგი ლოხიშვილმა, ქართული მულტიპლიკაციური ფილმების პოპულარიზაციის მიზნით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს (I-V კლასები)  უჩვენა ქართული მულტფილმები: „ჩხიკთა ქორწილი“,  „წუნა და წრუწუნა“, „მეფე და ლომი“, „სიზმარა“ და „მტრობა“... რამაც ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია და მათი მოწონება დაიმსახურა.

მოსწავლეებმა იმსჯელეს მულტფილმების გმირების  შესახებ და გამოიტანეს დასკვნები, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე.

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლუბ „ბაზისის" ლიდერს საინტერესო აქტივობისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება