სიახლეები
სკოლები

ბოდბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი და ულამაზესი საახალწლო ღონისძიება
07-01-2025
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც პედაგოგი, ლია ელაშვილი ხელმძღვანელობდა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე, VIII- IX -X-XII კლასების მოსწავლეებმა წარადგინეს მრავალფეროვანი და საინტერესო საახალწლო პროგრამა. მოსწავლეებმა შეასრულეს და გააჟღერეს ბევრისთვის ნაცნობი სიმღერები, წარადგინეს ქართული ცეკვები. IX კლასის მოსწავლემ, გაგა გოჩიტაშვილმა წაიკითხა საკუთარი ლექსები.

„ახალი წელი ხომ მთელი მსოფლიოსთვის წლის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი მოუთმენლად ელის ახალი იმედებით და კეთილი სურვილებით. ახალი წლის დადგომა თითქოს ლამაზ ჯადოსნურ ზღაპარს ჰგავს, რომელიც ყველას ტკბილ ბავშვობაში გვაბრუნებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა დამსწრე აუდიტორიას სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მანანა შიხაშვილის დაწერილი ლექსები გააცნეს.

ბოდბისხევის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლეს და ასევე ღონისძიების ორგანიზატორს და ხელმძღვანელს, ლია ელაშვილს ლამაზად დასამახსოვრებელი წინა საახალწლო დღეებისთვის და საზეიმო განწყობის შექმნისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება