მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში ტარდება.
მათ შორის იყო სკოლაში გამართული საახალწლო ღონისძიება. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შობა-ახალი წელი სახალისო და საზეიმო აქტივობებით მიულოცეს.
თითოეულმა კლასმა დამრიგებელთან ერთად საახალწლოდ მორთო საკლასო ოთახი და მოამზადა ღონისძიება.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, სხვადასხვა ზღაპრის მიხედვით, ინსცენირება მოაწყვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.