სიახლეები
სიახლეები

მიხეილ ჩხენკელი ვერ აკონკრეტებს, გადაწყვეტილი არის თუ არა განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანება
19-06-2018
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჩხენკელი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, გადაწყვეტილი არის თუ არა განათლებისა და კულტურის სამინისტროების ერთ უწყებად გაერთიანება. მან ჟურნალისტებთან საუბრისას მხოლოდ ის განაცხადა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხზე, რაც მცირე მთავრობის ჩამოყალიბების კონცეფციას ეფუძნება.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, როგორი იქნება განახლებული მთავრობის სტრუქტურული შემადგენლობა.

„მცირე მთავრობის კონცეფცია ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც სტრუქტურასთან დაკავშირებით, ისე კადრებთან დაკავშირებით. მთავრობის ოპტიმიზაციის მიზანი არის, რომ ის იყოს უფრო მოქნილი და ეფექტური და ამაზე მსჯელობის დასრულების შემდეგ, ახალი პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერობის კანდიდატმა გააკეთა უაღრესად მნიშვნელოვანი განცხადება და განათლება სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოაცხადა. ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეტი ინვესტიცია განათლებაში, ეს არის მნიშვნელოვანი დარგისა და ზოგადად ქვეყნისთვის,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ამ წუთებში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და ჯანდაცვის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიხეილ გიორგაძეს, მიხეილ ჩხენკელს და დავით სერგეენკოს უსმენენ. 

მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებს პროგრამულ პრიორიტეტებს აცნობენ. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

პიროვნება

სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლა



ნატო    ჯავახია ინგლისური ენის მასწავლებელი


„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 
სკოლები
სკოლაში არაფორმალური განათლების პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობას ახალისებენ
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება