მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც გარემოდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი.
პირველი სასწავლო წლის მიწურულს ეკოკლუბელებმა ძველი, გამოუსადეგარი საბურავებისგან საყვავილე ქონები დაამზადეს და შეღებეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საღებავი შეიძინეს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - „გარემოზე ზრუნვა შენი მომავალია“ ფარგლებში.
მოსწავლეები საყვავილე ქონების განთავსებას სკოლის ეზოში ახლად გაშენებულ რომან ზოიძის სახელობის სკვერში აპირებენ. ეკოკლუბელები კიდევ რამოდენიმე საბურავისგან საყვავილე ქოთნების დამზადება/შეღებვას გეგმავენ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სკოლის ეზოში უკვე დგას მოსწავლეების მიერ საბურავებისგან დამზადებული ქოთნები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.