მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვები დაკრძალეს. ტრაგიკულად გარდაცვლილი ხუთი ბავშვიდან ორი - პირველკლასელი ანამარია და მეორეკლასელი ემილია ჭოლარიები აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. სკოლაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში გლოვაა.
სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს:
„აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში გაისმა გლოვის ზარი. უსაშველო ტკივილმა დაისადგურა მთელი სკოლის კედლებსა და ეზოში. მწუხარებაა ყველგან, დადუმებულია მთელი დასახლება. თითქოსდა იქუხა 5 იანვარის დილას და ცა ჩამოგვექცა. ავად გაგვითენდა ეს საშინელი დღე. ჩვენი ლამაზი, თვალებციმციმა და ლამაზი გოგონები პირველკლასელი ანამარია და მეორეკლასელი ემილია ჭოლარია ხელიდან გამოგვაცალა ულმობელმა, დაუნდობელმა სიკვდილმა . რატომ ღმერთო, რატომ დაუშვი ეს ტრაგედია. რთული და ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის საკლასო ოთახში თქვენი მერხების დანახვა. როგორ უნდა იფიქრო, რომ თქვენი კისკისის და სიცილის, სიყვარულის და სითბოს გარეშე იქნება მეორე სემესტრის დაწყება. ჩვენო პატარებო, როგორ გვტკივა თქვენ გამო, ჩვენო საყვარელო ემილი და ანამარია ჩვენო უსაყვარლესო გოგონებო.
შენ ხომ ულმობელი ხარ სიკვდილო, მაგრამ ნუთუ ხუთი ანგელოზი არ შეგეცოდა.
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პირველ კლასელი ანამარია, მეორეკლასელი ემილია ჭოლარიას და მათი დების ნია, ელენე და სოფია ჭოლარების ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და მის ახლობლებს. გვტკივა უდროოდ იმიერში მათი გადასვლის გამო. მარადიული ხსოვნა და არ დავიწყება თქვენს სპეტაკ სულს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
სკოლის დირექტორმა - ნატო ესართიამ etaloni.ge-სთან დიდი სიყვარულითა და ტკივილით გაიხსენა მოსწავლეები.
„ძალიან დიდი ტრაგედიაა, ვერაფერს ვამბობთ. რთულია ჩვენი მოსწავლეების - ანამარიასა და ემილიას შესახებ წარსულში საუბარი. ძალიან გულთბილი, მოსიყვარულე ბავშვები იყვნენ, თვალები სულ უციმციმებდათ. მთელი სასკოლო საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მათი გარდაცვალების გამო“, - ამბობს სკოლის დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს ხუთი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი შეშის ღუმელის დანთებისას გაჩნდა.
„ეტალონის“ გუნდი უსამძიმრებს სკოლას, ოჯახსა და სრულიად საქართველოს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ უდიდესი ტრაგედიის გამო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.