მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ კანონი, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვიდან შედის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულოთ, განისაზღვრა ჯარში გაწვევის ვადები და ეტაპები.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს 2025 წლის 15 იანვრიდან 2025 წლის 1 დეკემბრამდე.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობაა 4510.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს ეტაპობრივად, კერძოდ:
ა) 6 თვის ვადით საბრძოლო ქვედანაყოფში ერთ ეტაპად – 2025 წლის 15 აპრილიდან;
ბ) 8 თვის ვადით დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში ოთხ ეტაპად, მათ შორის:
ბ.ა) პირველი ეტაპი – 2025 წლის 15 მარტიდან;
ბ.ბ) მეორე ეტაპი – 2025 წლის 1 ივნისიდან;
ბ.გ) მესამე ეტაპი – 2025 წლის 15 აგვისტოდან;
ბ.დ) მეოთხე ეტაპი – 2025 წლის 1 ნოემბრიდან;
გ) 11 თვის ვადით უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით ერთ ეტაპად – 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისგან გათავისუფლების უფლება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.