სიახლეები
სკოლები

„სტუმრად პეპისთან ჩაიზე“ - ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება 
10-01-2025
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ ზღაპრული საზეიმო განწყობა დატრიალდა. 

25 დეკემბერს, მე-2 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მაია ალადაშვილის ხელმძღვანელობით, გამართეს საახალწლო ღონისძიება - „სტუმრად პეპისთან ჩაიზე“. პეპის როლს ასრულებდა მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი ქურციკიძე.

ბავშვებმა სცენაზე ზღაპრის პერსონაჟები გააცოცხლეს და არაერთი წარმოდგენა გამართეს.  შესანიშნავად მოირგეს კონკიას, ელზას, მძინარე მზეთუნახავის, ნაცარქექიას, დევის და პინოქიოს როლები. იცეკვეს და იმხიარულეს თოვლის ბაბუასთან და პეპისთან ერთად.

მოსწავლეებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ჯადოსნური განწყობა აჩუქეს. 

„დიდი სიყვარულითა და კეთილი სურვილებით ვულოცავთ ჩვენს პატარებს შობა-ახალ წელს და ვუსურვებთ ულევ სიხარულს, სიყვარულს და წარმატებებს სწავლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება