მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლოს, სხვადასხვა საინტერესო საახალწლო აქტივობა გაიმართა.
მათ შორის, პედაგოგ ეკატერინე ეპიტაშვილის სადამრიგებლო - მე-2გ კლასში „საახალწლო ვიქტორინა“ მოეწყო. მასში ამავე კლასის მოსწავლეთა ორი გუნდი: ,,ელფები" და „სანტები“ მონაწილეობდნენ. ვიქტორინა 7 ტურად გაიმართა და დატვირთული იყო როგორც ზოგადი კითხვებით, ბლიც ტურითა და ასოციაციური კითხვებით, ასევე სიმღერებით, ლექსებითა და ცეკვებით. ღონისძიების ბოლოს, მონაწილეებს, ვიქტორინაში წარმატებით მონაწილეობისთვის, სიგელები გადაეცათ.
ამაღლებული საზეიმო განწყობა ჰქონდათ მასწავლებელ ნინო ივანაშვილის სადამრიგებლო - მე-2ა კლასის მოსწავლეებისაც. მათ საახალწლო განწყობა გასართობ ცენტრში აიმაღლეს, სადაც დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
ახალი წელი სასკოლო საზოგადოებას 1-ელია და მე-5ა კლასის მოსწავლეებმა ერთობლივად მიულოცეს. მათი კლასის დამრიგებლები ლალი შოშიაშვილი და ქეთევან ივანაშვილი არიან.
გარდა ამისა, სკოლის ბაზაზე არსებული სამხატვრო სტუდიის - „ფერადი ფანქრების“ მოსწავლეებმა, სკოლაში, ანა მასწავლებლის ხელმძღვანელობით, საახალწლო კვირეული გამართეს. მათ გამოფენა მოაწყვეს და ახალი წელი ყველას მიულოცეს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
სკოლაში საახალწლო განწყობა 1-ელიბ კლასის მოსწავლეებმა შექმნეს. მათ ხათუნა მასწავლებელთან ერთად იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს. მოსწავლეებმა საჩუქრებიც დაიმსახურეს და ახალი წელი სასკოლო საზოგადოების წევრებს მიულოცეს.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.