მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას ხშირად მიმართავენ ექსკურსიებსა და გასვლით კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. ამ მხრივ საინტერესო იყო სასწავლო წლის პირველი სემესტრი.
VIII-IX კლასის მოსწავლეები ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს ეწვივნენ, სადაც შემეცნებითი ექსკურსია ჩაუტარდათ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ძველი წელთაღრიცხვის IX ათასწლეულიდან დღემდე.
მოსწავლეთა პედაგოგი მაია თანდილაშვილი გახლავთ, ექსკურსიამძღოლობა კი მოსწავლეებს მანანა მემარნიშვილმა გაუწია.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, მუზეუმიდან ახალი ცოდნით, ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.