სიახლეები
სკოლები

ქინძათის საჯარო სკოლაში ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაული მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით აღინიშნა
10-01-2025
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში ახალი წლისადმი მიძღვნილი არაერთი შთამბეჭდავი და ზღაპრული ღონისძიება გაიმართა.

პედაგოგებმა ბავშვების განწყობაზე იზრუნეს და მათ საინტერესო აქტივობები შესთავაზეს. მოსწავლეები კი აღნიშნულ აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ საახალწლო სიმღერები, სახალისო ნომრები შეასრულეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„ცელქი მასწავლებლების“ იდუმალი და აწ უკვე თვალხილული სანტები.

მადლობა ამ ლამაზი დღისთვის ჩვენს ულამაზეს, უსაყვარლეს და უნიჭიერეს ბავშვებს, მათ საუკეთესო მშობლებს, ჩვენს პედაგოგებს - გუნდს, რომელსაც შეგიძლია ენდო!..

ჩვენთან მუდამ სითბო და სიყვარულია!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიები ორგანიზატორები ლალი გაგნიძე, ლალი გოგალაძე და ნუნუ ლომიძე იყვნენ.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ, ერთიან, ლამაზ, გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრებას.

ახალი წელი! ახალი იმედები! ახალი გეგმები! ახალი მიზნები!“, - ამბობენ სკოლაში.

შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება ჩატარდა ასევე მე-3 კლასში, რომელსაც პედაგოგი ნუნუ ლომიძე ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე სააალწლო სიმღერები, ცეკვები შეასრულეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„დაგვბედებოდეს ნატვრის ახდენა და სიყვარული ბავშვივით წრფელი!

თქვენ ის ბავშვები ხართ, რომელთა ხმა,სუნთქვა,და არსებობა,უზომოდ მაბედნიერებს!..

მრავალ ახალ წელს,ჩემო ციმციმებო!”, - აღნიშნავს პედაგოგი ნუნუ ლომიძე.

საახალწლო ღონისძიება ჩატარდა ასევე სკოლის მე-9 კლასში. ზეიმს ხელმძღვანელობდა პედაგოგი თამარ ნატრიაშვილი. მოსწავლეებმა ცეკვები შესანიშნავად შეარულეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საზოგადოებას ასე ლამაზად მიულოცეს ახალი წელი.

„ბედნიერ და წარმატებულ შობა-ახალ წელს გისურვებთ მე-9 კლასი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დასამახსოვრებელი და ემოციური აღმოჩნდა.

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება