სიახლეები
სკოლები

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო სემესტრი საშობაო ზღაპრით დაგვირგვინდა  
10-01-2025
-
+


ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო სემესტრის დასასრულს არაერთი საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომლებშიც პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოსწავლეები დიდი ხალისითა და ჟრიამულით მონაწილეობდნენ. 

„შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა“ - ამ ღონისძიებით,  VI კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავად მიულოცეს სასკოლო საზოგადოებას ახალი წელი და დაუვიწყარი შემოქმედებითი ნომრები წარუდგინეს. 

მე-5 კლასში, დამრიგებელის ბელა ურუშაძის ხელმძღვანელობით, ახალი წლისადმი მიძღვნილი ვიქტორინა-კონკურსი ჩატარდა თემაზე - „სად და როგორ ხვდებიან ახალ წელს“, კლასის ორი გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. საბოლოო გამარჯვება „შავმა ყუთმა“ გადაწყვიტა. 

სკოლაში კიდევ ერთი საახალწლო აქტივობა: კლასის საათი ჩატარდა, თემაზე - „ვეცნობით საახალწლო გურულ ტრადიციებს“. 

მოსწავლეები გაეცნენ გურული კალანდის განუყოფელი ატრიბუტის-ჩიჩილაკის დამზადებას, პატარებმა თავადაც მოსინჯეს ძალები და პროცესით ძალიან ისიამოვნეს - ამით კიდევ ერთი ლამაზი მოგონება ჩაიწერა კლასის ისტორიაში.

ასევე, აღსანიშნავია წინასაშობაო-საახალწლო ღონისძიება გერმანული ენის წრის წევრთა და მე-5 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით. წრის ხელმძღვანელი ქეთევან ბაჯელიძე გახლავთ.

მოსწავლეებმა ზღაპარი - „წითელქუდა“ გერმანულ ენაზე წარადგინეს.

ღონისძიება დატვირთული იყო სიმღერებით, ცეკვებითა და სახალისო ვიქტორინით.

ამ დღისთვის სკოლაში განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს მონაწილე მოსწავლეებს, პედაგოგებს: ქეთევან ბაჯელიძეს, ვარდო ჯინჭარაძეს, ნინელი მდინარაძეს, ანა პაპუნაშვილს და მშობლებს თანადგომისათვის.

კიდევ ერთი საახალწლო ვიქტორინა ჩატარდა IV კლასში - მოსწავლეებმა თამაშებით გააცილეს ძველი და მხიარულად შეეგებნენ ახალ წელს. ხელმძღვანელი მასწავლებელი კი, ირინა კოსტავა გახლდათ. 

მე-5 კლასში, საახალწლო-სახალისო აქტივობა - We wish you a Merry Christmas!  ინგლისურ ენაში მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობით, გაიმართა. ხელმძღვანელი მასწავლებელი კი ეკა ჯანიაშვილი გახლდათ.

მოსწავლეებმა იხალისეს, გაერთნენ და „სანტაობაც“ გაითამაშეს.

დაუვიწყარი იყო კლასში „სანტაობას“ თამაშიც, მოსწავლეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები უსახსოვრეს, მშობლების სანტა კი, იყო პედაგოგი, ნანი სალუქვაძე იყო. 

„პედაგოგი, რომელმაც ყველა მშობელი გაგვაოცა თავისი უნარით, პრიფესიონალიზმით! არასდროს ავიწყდება არცერთი დღესასწაული, რომ გულით და სიყვარულით შერჩეული საჩუქარი გადმოგვცეს ჩვენ , ბავშვებს…და დღესაც ღინისძიებაზე იგივე მოხდა... ცრემლრბის გარეშე ვერ გადავიღე. ყველას, სადაც მასზე ვყვები, გაოცებული რჩებიან მადლობა თითოეული ემოციისთვის და ზღვა სიყვარულისთვის, რასაც ყველა ბავშვისადმი და ჩვენთვის გასცემთ... ძალიან მიყვარხართ!“, ამ სიტყვებით გამოხატა პედაგოგისადმი მადლიერება და დიდი სიყვარული ერთ-ერთმა მშობელმა. 

სასკოლო ღონისძიებებში მე-2 კლასის მოსწავლეებიც ჩაერთნენ და დაუვიწყარი სანახაობა მოაწყვეს.  

დაწყებითი კლასების მონაწილეობით ულამაზესი, ბრჭყვიალა კარნავალიც გაიმართა ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში და დეკემბრის მასშტაბურ ღონისძიებათა ციკლს კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე შეემატა.

პირველი საჯარო სკოლა მე-2 კლასის საახალწლო კარნავალისთვის სასკოლო საზოგადოებამ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა ლია და ემზარ მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის. 

ახალი წელი მე-4 კლასის მოსწავლეებმაც მიულოცეს სასკოლო საზოგადოებას, როგორც პედაგოგმა აღნიშნა: „ჩემი, ონავარი და მხიარული, სანტას ელფები გილოცავთ დღესასწაულს“. 

„სალომეს მერცხლები“ - სალომე მასწავლებლის პატარებიც ხალისით შეუერთდნენ საზეიმო ჟრიამულს სკოლაში და შთამბეჭდავი სანახაობა მოაწყვეს. 

განსაკუთრებული ჟრიამული იყო ღონისძიების წინა დღეს, როცა მასწავლებლებმა სასკოლო სივრცე საზეიმოდ მორთეს.

„ხვალ დიდი ჟრიამული გვექნება სკოლაში! პატარები საახალწლო ზეიმისთვის ემზადებიანეს დღე მათია. ჩვენ კი, მათი პედაგოგები, გვიანობამდე ვფუსფუსებდით მათთვის ლამაზი გარემო რომ შეგვექმნა! ძალა ნამდვილად ერთობაშია!“, - ასე ელოდნენ პედაგოგების დაუვიწყარ ღონისძიებას. 

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა

სემესტრული ქულების მნიშვნელობა - რაზე აისახება აკადემიური მოსწრება - ბიუჯეტი

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია

ღონისძიებაში  მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ

„კიდევ ერთხელ შევახსენეთ საკუთარ თავს, რომ ლადო ასათიანის მშობლიური კუთხის შვილობა თუ მისი სახელობის ბარდნალის სკოლის მოსწავლეობა ბევრს გვავალებს“

შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნანა წაქაძე, ნათელა ირემაძე

მოსწავლეები აქტივობებს შემოქმედებითად მიუდგნენ და საინტერესო ნამუშევრები შემნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება