მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის I სემესტრი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება ჩატარდა.
მათ შორის იყო პირველი სემესტრის მიწურულს გამართული თოჯინური სპექტაკლი - „გოგონა და ვიტვიტა“. სპექტაკლი 23 დეკემბერს ბედიანის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა.
მოსწავლეებმა პერსონაჟების როლები შესანიშნავად მოირგეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი და თეატრის დამდგმელი მხატვარი - თამარ მეტრეველი გახლდათ, მსახიობები - დაბა ბედიანის სკოლის მოსწავლეები იყვნენ.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს და პედაგოგს წარმატებებს, წინსვლას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.