მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში ტარდება.
მათ შორის იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული აქტივობა.
ბოდბისხევის სამოქალაქო განათლების კლუბ „რწენის“ მოსწავლეები, მოქალაქეობის მასწავლებელ ნათია პავლიაშვილთან ერთად, სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირის ცენტრს ესტუმრნენ, სადაც პატარა ღონისძიება გამართეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებს ძალიან გაუხარდათ და სკოლის მოსწავლეებთან ერთად იცეკვეს, თქვეს ლექსები, იმღერეს, დრო ხალისიანად გაატარეს,
„ძალიან ამაღელვებელი იყო მათთან შეხვედრა.“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში, სიღნაღის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობელთა კავშირის დამფუძნებელს, თამთა კუსრაშვილს მადლობას უხდიან.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს გაერომ შემოიღო და მისი მიზანია, კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან. საზოგადოების თითოეული წევრის და ყველა ინსტიტუციის ვალდებულებაა ხელი შეუწყოს განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პირებს იცხოვრონ დამოუკიდებლად, სრულყოფილ და თანასწორ პირობებში, აქტიურად იყვნენ ჩართულები ყველა სფეროში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.