მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის პროცესს. აღნიშნული დოკუმენტების მონიტორინგი ხორციელდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ.
აღსანიშნავია, რომ მონიტორინგისთვის ცენტრის დირექტორის ბრძანებით დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფები:
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი;
სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი.
სამუშაო ჯგუფებმა მონიტორინგის გეგმაზე დაყრდნობით მოამზადეს მონიტორინგის ანგარიში და რეკომენდაციების პაკეტი, რომლებიც შემდგომში განხილულ და შეთანხმებლ იქნა მრჩეველთა და საკოორდინაციო საბჭოებთან.
რეკომენდაციების პაკეტი წარედგინა ცენტრის დირექტორს განსახილველად და შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად. აღნიშნული პროცესის მიზანია, უზრუნველყოს ეროვნული კვალიფიკაციების სისტემის გაუმჯობესება და მისი ეფექტიანობის ამაღლება.
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/1024/erovnuli-dokumentebi
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.