სიახლეები
სკოლები

ზღაპრული საახლწლო ღონისძიებების სერია ჯვარის N3 საჯარო სკოლაში
13-01-2025
-
+


მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლაში ახალი, 2025 წელი შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიებებით აღინიშნა.

ღონისძიებები სხვადასხვა კლასში ჩატარდა. I კლასში, დამრიგებლის - ფატიმა ჭანტურიას ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს. მათ იმღერეს, იცეკვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

საახალწლო ღონისძიება ჩატარდა ასევე სკოლის მე-2 კლასში, რომელსაც დამრიგებელი ფატიმა ციმინტია ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა საახალწლო სიმღერები, სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. 

საახალწლო ღონისძიებებს შეუერთდნენ ასევე მე-3 კლასის მოსწავლეები პედაგოგ გვანცა მანჯგალაძის ხელმძღვანელობით. მათ იმღერეს, იცეკვეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა კი დამრიგებლის - მანანა ფიფიას ხელმძღვანელობით, ნამდვილი დღესასწაული გამართეს სკოლაში. ასევე გამორჩეული და დაუვიწყარი ღონისძიებით ახალი წელი მე-5 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნესდამრიგებლის - ლალი აფაქიძის ორგანიზებით.

ეს დღე კი დაგვირგვინდა თოვლის ბაბუის სტუმრობით, რომელმაც ბავშვებს დიდი სიხარული მიანიჭა.

„ჩვენი სუპერ, სუპერ თოვლის ბაბუა რამხელა სიხარული აჩუქა ბავშვებს! დიდი მადლობა მას ამისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა ყველასთვის.

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6, ვიდეო7, ვიდეო8, ვიდეო9, ვიდეო10, ვიდეო11, ვიდეო12, ვიდეო13, ვიდეო14, ვიდეო15, ვიდეო16, ვიდეო17, ვიდეო18, ვიდეო19, ვიდეო20, ვიდეო21, ვიდეო22, ვიდეო23, ვიდეო24,  ვიდეო25


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება